“თავიდან დაგეგმილი იყო პაციენტების დაბინავება გასაბერ კონსტრუქციებში..”
Sokhumi Daily
სოხუმში, აიტარის პანსიონატის ტერიტორიაზე განლაგებული მობილური საავადმყოფო 28 პაციენტს მკურნალობს დადასტურებული COVID-19- ით.
სამხრეთ სამხედრო ოლქის მულტიდისციპლინარული მობილური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, აბდულმეჯიდ მაგომედოვის თქმით, ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებულია როგორც მძიმე, ხოლო 26 - ისა საშუალო სიმძიმის.
მობილური საავადმყოფო თავისივე აღჭურვილობით სტავროპოლის ტერიტორიიდან სოხუმში 19 ოქტომბრის გამთენიისას ჩავიდა. მობილური სამედიცინო განყოფილება შედგება 113 სამხედრო - სამედიცინო პირისგან და დაახლოებით 30 ერთეული სამხედრო ტექნიკისგან.
"თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ პაციენტები დაბინავდებოდნენ სპეციალურ გასაბერ კონსტრუქციებში, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ სასტუმროს ერთ-ერთი შენობა გამოეყო საავადმყოფოსთვის, რომელიც განყოფილებებად დაიყო. საავადმყოფოს ტევადობაა 100 საწოლი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მას 150 პაციენტის განთავსება შეუძლია.
საავადმყოფო აღჭურვილია ვენტილატორით, პაციენტებზე ინტენსიური დაკვირვების მონიტორებით, რენტგენის აპარატებით, ულტრაბგერითი აპარატებით და სისხლის ანალიზატორებით." - განაცხადა მაგომედოვმა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა