“ალტ-ინფოს” ლიდერები, ზურა მახარაძე და შოთა მარტინენკო, სავარაუდოდ, დააკავეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
“თბილისი პრაიდის” მუსიკალური ფესტივალამდე, უკტრაკონსერვატორული ჯგუფის, “ალტ-ინფოს” ლიდერები დააკავეს. ამის შესახებ თავად “ალტ-ინფო” იუწყება.
რადიო თავისუფლებამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყების პასუხი მიღებისთანავე აისახება მასალაში.
2 ივლისს თბილისში დაგეგმილია “პრაიდ კვირეულის” ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი.
ულტრაკონსერვატორული ჯგუფის, „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები, ზურა მახარაძე, კოკა მორგოშია და შოთა მარტინენკო სავარაუდო მუქარისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 27 ივნისს პოლიციამ გამოკითხა.
გასული წლის მოვლენების გათვალისწინებით, როცა ქუჩაში გამოსულმა ადამიანების მასამ ორგანიზებულად იძალადა მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელზე, წელს „თბილისი პრაიდმა“ უარი თქვა საჯარო მანიფესტაციაზე. ამის მიუხედავად, „კვირეულის“ დაანონსებისთანავე ულტრაკონსერვატორები მის ჩაშლაზე საუბრობენ საკუთარი ტელევიზიის, „ალტ-ინფოს“ ეთერში თუ სხვა პლატფორმებზე.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31925257.html
Source: radiotavisupleba.ge