ლუკაშენკა გამორიცხავს განმეორებით კენჭისყრას, ოპოზიცია „თავისუფლების მსვლელობას მართავს“

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქების ქუჩებში 16 აგვისტოს იმართება მასობრივი მსვლელობები, რომელთა ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლა იქნება ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას კვლავ არჩევის წინააღმდეგ, ავტორიტარულ მმართველზე ზეწოლის ზრდის ფონზე.  16 აგვისტოს მინსკში გამრთულ მიტინგზე, რომელიც ლუკაშენკას მომხრეებმა მოაწყვეს, ავტორიტარმა მმართველმა ხალხს მიმართა და თქვა, რომ ნატოს ტანკები და თვითმფრინავები ბელარუსის საზღვარიდან 15 წუთის სავალზე დგანან და რომ მეზობელი ქვეყნები განმეორებით კენჭისყრას მოითხოვენ, რასაც, ის, მისი თქმით, ეწინააღმდეგება. ლუკაშენკამ მაშინ მიმართა შეკრებილებს, როცა კრემლმა გამოაცხადა, რომ პუტინმა  ლუკაშენკას სატელეფონო საუბრისას რუსეთის მზადყოფნა ამცნო, დაეხმაროს მინსკს სამხედრო ხელშეკრულების ჩარჩოებში თუ საჭიროება იქნა და რომ ბელარუსი განიცდის გარედან ზეწოლას. ეს იყო ორი პრეზიდენტის მეორე სატელეფონო საუბარი ბოლო ხანებში. ლუკაშენკას გამოსვლისას ოპოზიციის მომხრეები იწყებდნენ თავიანთ მსვლელობას და როცა დამოუკიდებლობის გამზირს მიუყვებოდნენ, გაიძახოდნენ: „წადი!“. https://www.radiotavisupleba.ge/a/30786678.html #ახალი_ამბები #twitter