ქუთაისის ინფექციურში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 8 კივიდინფიცირებული გადაიყვანა

Tbilisi Daily

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების ნაწილი ქუთაისიდან, ნაწილი კი აჭარიდან არიან. რვავე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მისივე ინფორმაციით, მედიკოსებმა კიდევ ორი პაციენტი გამოაჯანმრთელეს ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ. „24 საათის განმავლობაში მივიღეთ 8 კოვიდდადებითი პაციენტი, გავწერეთ ორი გამოჯანმრთელებული. ახალი პაციენტებიდან ნაწილი აჭარის, ნაწილი ქუთაისის კლასტერია. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“,-განაცხადა მაღლაფერიძემ.