ბათუმში, „ხოფის ბაზრობასთან“ და ავტოსადგურის მიმდებარედ უფასო ტესტირებისთვის კარვები დაიდგმება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის განცხადებით, დღეს, 9 სექტმებერს,ბათუმში, „ხოფის ბაზრობასთან“ და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უფასო ტესტირებისთვის კარვები დაიდგმება. სავაჭრო ობიექტის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ''ხოფის ბაზრობა'' არ გაიხსნება, სანამტესტირების პროცესი არ დასრულდება. რუსუდან შავიშვილის თქმით, გაფართოებულმა ტესტირებამ კარგი შედეგი გამოიღო, ამიტომ კარვების დამატების გადაწყვეტილება მიიღეს. ''კარვებში და პოლიკლინიკებში ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა და დაამტკიცა, რომ გამოვლენა არის მაღალი. ამიტომ დამატებითი კარვები გაიხსნება. ლაბორატორიული სიმძლავრეები ამ მიმართულებით ძლიერდება, რათა დროულად შევძლოთ შედეგების მიწოდება მოქალაქეებისათვის. მინდა მოვუწოდო ადამიანებს, რომლებიც გაიტესტებიან, სამი დღის განმავლობაში იყვნენ იზოლაციაში, სანამ პასუხს არ მიიღებენ'' - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა. ამ დრომდე ბათუმში კარავი ორლოკაციაზეიყო - ბულვარში კოლონადებთან და აჭარული სახლის მიმდებარედ. ასევე მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ტესტირება ჩაეტარებინათრამდენიმე პოლიკლინიკაში. საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 25 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში.