როგორ ვარჯიშობდნენ კლას-იან ჰუნტელაარი და ლუის სუარესი აიაქსში ყოფნის დროს
Headline Sport
როგორც იცით, კორონავირუსის პანდემიის გამო ჰოლანდიის მიმდინარე ჩემპიონატი გაუქმებულად გამოაცხადეს. აიაქსის სოციალური მედიის გუნდს კი რაღა დარჩენია და ძველი მომენტების გახსენებით ირთობს თავს.
დღეს კი ასეთი ისტორიული კადრები გაავრცელეს აიაქსის ოფიციალურ გვერდზე.
კლას იან ჰუნტელაარი და ლუის სუარესი 20-25 მეტრის დაშორებიდან ერთმანეთ ურტყავენ და ამოწმებენ მეკარისთვის აუცილებელ შესძლებლობებს.
თუმცა ყველამ ვიცით, განსაკუთრებით კი განას ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებმა, რომ ლუის სუარესს ხელით თამაშის განსაკუთრებული ნიჭი აქვს.
#headlinesport
#sport
#football
#ajax
#suarez
#huntelaar
#flashback
#training
#throwback