ზედა სამების სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დროებით დაიხურა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ზედა სამების სკოლა კორონავირუსისშემთხვევების გამო დროებით დაიხურა და დღეიდან სრულიად დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
სკოლის დროებით დახურვის გადაწყვეტილება საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მას შემდეგ მიიღო, რას გეგმიური ტესტირებისას სკოლაში 6 პედაგოგს კორონავირუსიდაუდასტურდა.
'გუშინ ზედა სამების საჯარო სკოლაში მასწავლებლების გეგმიური ტესტირებისას სწრაფი ტესტით დადასტურდა 1 შემთხვევა, ეპიდემიოლოგების მიერ პისიარ ტესტირება ჩაუტარდა ახლო კონტაქტებს მასწავლებლებში, რის შედეგადაც დადასტურდა კიდევ 5 შემთხვევა. სკოლა გადადის ონლაინ სწავლებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევები გაგრძელდება'-აცხადებენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.