ციხეში ხანმოკლე პაემანი 25 მაისიდან აღდგება

Tbilisi Daily

იუსტიციის მინისტრის, თეა წულიკიანის განცხადებით, 25 მაისიდან, პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები, მინის ბარიერის პირობებში აღდგება. „პრევენციული ზომები ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში იქნება ისეთივე მკაცრი, როგორც აქამდე იყო და ორშაბათიდან მოკლევადიანი პაემნების ჩატარება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში. ამასთან, მოსული სტუმარი ვალდებული იქნება, რომ დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, იქნება ეს პირბადე თუ სხვა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ პირველი შეზღუდვა პენიტენციურ სისტემაში ამანათების მიღებაზე დაწესებულებაში მოიხსნა.