ყირგიზეთის პრეზიდენტობა 20 პოლიტიკოსს სურს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ყირგიზეთის პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება სურს 20 პოლიტიკოსს, რომლებმაც საარჩევნო კომისიაში შეიტანეს საჭირო საბუთები, სათანადო რაოდენობის ხელმოწერების და ფულადი სახსრების დამადასტურებელი დოკუმენტები.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამის თაობაზე განაცხადა 4 დეკემბერს, შუა ღამის შემდეგ, როცა ამოიწურა საბუთების შეტანის ვადა.
ახლა, სანამ 15 დეკემბერს გამოცხადდებოდეს კანდიდატთა საბოლოო სია, კომისია შეისწავლის შეტანილ საბუთებს. თითოეულ კანდიდატს სჭირდება 30 ათასი ხელმოწერა და 12 ათას დოლარის შესაბამის თანხაზე ნაკლები ფულადი შესატანი.
თავიდან ვადამდე არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 65 პირმა.
კენჭისყრა დანიშნულია 10 იანვრისთვის. ყირგიზეთში პოლიტიკური კრიზისია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის ოფიციალურ შედეგების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რასაც მოჰყვა მთავრობის და პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის თანამდებობიდან გადადგომა.
სადირ ჟაპაროვმა, რომელიც დემონსტრაციების პერიოდში გაათავისუფლეს ციხიდან, სადაც სასჯელს იხდიდა პოლიტიკური ოპონენტის მძევლად აყვანის გამო, პარლამენტის მხარდაჭერით მოახერხა მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე მოხვედრა, ხოლო მოქმედი პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტის ფუნქციაც თავის თავზე აიღო.
ნოემბრის შუა რიცხვებში მან დროებით უარი თქვა ამ თანამდებობზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30984275.html
#ახალი_ამბები
#twitter