ცერცვაძე: დღეს არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
„ლოკდაუნის“ არგამოცხადების პირობებში, კორონავირუსის გავრცელების მზარდი სტატისტიკის პირობებში ორ გზას ასახელებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. ის ამბობს, რომ მიუღებელია ხალხმრავალი შეკრებები.
„ერთი, მთელი საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ყველამ მკაცრად შევასრულოთ გაწერილი რეგულაციები, რაც გულისხმობს პირბადეების აუცილებელ ტარებას, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. ასევე სოციალური დისტანციის დაცვა, ხელების ჰიგიენა და ხალხმრავალი ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავება. თუ რომელიმე გარკვეული სპეციფიკის გამო, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესები მაქვს მხედველობაში, ვერ ხერხდება, სასურველია მოხდეს. დღეს არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს, თუნდაც ის კეთდებოდეს კეთილი ზრახვებით და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით“, - თქვა კორონავირუსის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 45 პაციენტი. ეს 24 საათში ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 566-მდე გაიზარდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30942786.html
#ახალი_ამბები
#twitter