დღეს ხელების დაბანის მსოფლიო დღეა

Mediamall

„დღეს ხელების დაბანის მსოფლიო დღეა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე facebook-პრესკონფერენციაზე განაცხადა და მოქალაქეებს ხელების დაბანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „მოგიწოდებთ ყველას, ნახეთ ვიდეო რგოლი როგორ დავიბანოთ ხელები, განსაკუთრებით ეპიდემიის პირობებში; პირად და საზოგადოებრივ ჰიგიენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეპიდემიის პირობებში. ამიტომ გთხოვთ, ნახოთ ტექნიკა ხელის დაბანის, რომ 20 წამი უნდა დაიბანოთ გამდინარე წლით და რაც შეიძლება ხშირად“, - ამბობს გამყრელიძე.