პოლიციელი დააკავეს ავტოავარიის გამო, რომელსაც 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კახეთში დაკავებულია პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ.მ. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, „გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით მოძრავი რ.მ. შეეჯახა მოპედს, რომელსაც 14 წლის მოზარდი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მისი მგზავრი, 9 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი“. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, მათ შორის დაკავებული პირის სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის მიზნით. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. https://www.radiotavisupleba.ge/a/30929353.html #ახალი_ამბები #twitter