მთავრობის სახლთან აქციას კიდევ ორი მოშიმშილე შეუერთდა
Batumi Daily
მთავრობის სახლთან პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები შიმშილობას აგრძელებენ. აქციის მონაწილეები 9 ოქტომბრის შემდეგ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ელიან.
დღეიდან აქციას კიდევ 2 ადამიანი შეუერთდა. "ვთხოვეთ, ჩვენ სადაც სხედვართ იქვე მანქანები დაგვეყენებინა, რაზეც სასტიკი უარი გვითხრეს. ჯერ სიცივეა, მერე რთულია აქ ჯდომა მთელი ღამე" - ამბობს აქციის ერთ - ერთი მონაწილე აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში.
გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. "ვწუხვარ და ყოველდღე, როცა შემოვდივარ, მართლა ძალიან მაწუხებს. ეს ახალგაზრდები აგრძელებენ სხვადასხვა ფორმით პროტესტის გამოხატვას,“ – აღნიშნა მან აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე. რიჟვაძის თქმით, ამ დღეებში ჯამში 954 უმუშევრად დარჩენილი ადამიანის განაცხადი შევიდა აჭარის მთავრობაში.
მოშიმშილეები ამბობენ, რომ გუშინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული სატელევიზიო კომენტარი, მათთვის არაფრის მთქმელია, რადგან დაპირება უნდა იქცეს საქმედ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: აჭარის მთავრობა
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში