საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტლებით, საქალაქთაშორისო მოძრაობა არ შეიზღუდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 3-დან 12 მაისამდე ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაშეიზღუდება. ასევე სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა.