ლევან რატიანი: ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1-2 კვირაში ისევ გაიზრდება

Tbilisi Daily

ქვეყნის მასშტაბით დადგენილი რეგულაციების შემსუბუქებამ შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უახლოეს პერიოდში გაზარდოს. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვემა თავისი შედეგი გამოიღო, თუმცა დღეს ადამიანები კვლავ არ იცავენ ელემეტარულ წესებს. "დღევანდელმა დღემ გვიჩვენა, რომ სამწუხაროდ, ადამიანები კვლავ არ ვიცავთ იმ ელემენტარულ წესებს, რაც ახალ კორონავირუსთან ბრძოლასთან არის დაკავშირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათ დაგვიდგება საფრთხე, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ გაიზარდოს. ამ შემსუბუქებამ ადამიანების რაოდენობა გაზარდა ქუჩებში, მოლებში და ა.შ. რაც ალბათ, როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რაოდენობების მატება გვექნება ქვეყანაში", - განაცხადა ლევან რატიანმა.