ნიკა გვარამია- შაქარაშვილის საქმესთან შედარებით, ისვენებს გირგვლიანის საქმეც და ყველა დანარჩენიც
Tbilisi Daily
“გიორგი შაქარაშვილი მოიშორეს როგორც კვალი. მას ინვალიდობის შანსიც კი არ მისცეს, ფაქტობრივად, ორჯერ მოკლეს”, – განაცხადა “მთავარის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ნინო ჟიჟილაშვილთან და ვახო სანაიასთან ეთერში, სადაც ის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასაუბროდ მიიწვიეს.
“პირის ღრუს სიმშრალეა განვითარებული, ეს შეუძლებელია წყალში განვითარდეს და ქალი გვეუბნება პირის ღრუს სიმშრალე როგორ განვითარდა თუ ადამიანი ორი დღე წყალში იყო? ცხედარი ამოღებულია იმ კონკრეტული ადგილიდან, სადაც დახრჩობა მოხდა მისი და ჩადებულია იმ ადგილას, სადაც დადგმული არის მაშველების მიერ მისი აღმოჩენა. ასევე მაშველებს დაელაპარაკეთ, არცერთი მაშველი არ გეტყვით, რომ 8 დღე სჭირდებოდა იმ დაბალ წყალში ცხედრის აღმოჩენას.
თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ ჟვანიას, გაგნიძის, ჩიქოვანის და ასე შემდეგ, ამ ხალხისთვის სახელმწიფო სისტემა არ შეირყეოდა? ხომ შეუძლებელია ეს? რა უნდა იცოდეს ამ ხალხმა ისეთი?
ეს არის მთელი პირამიდული დაჯგუფება, რომლის სათავეში დგანან ავტორიტეტები და ქურდული სამყაროს წარმომადგენლები, რომელთა წინაშეც ვალშია ეს ხელისუფლება. და ეს კაწრო იმგვარია ავტორიტეტია, რომ დათვალო ბერა ივანიშვილის სურათები, ვისთან აქვს ყველაზე მეტი ფოტო გადაღებული, აღმოაჩენთ, რომ არა შვილთან, არა ცოლთან, არა მამასთან, არამედ ვინმე “კაწროსთან”, ავთო ბილანიშვილთან, რომელიც არის ამ საქმის ჩამფარცხავი. პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის მკვლელი, პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, რატომ ვერ სცემს ამ კითხვებს პასუხს.
ჩვენ ყოველ დღე მაგას ვაკეთებთ, რომ ყოველდღიურად, ნელ-ნელა ამ საქმეს ვუახლოვებთ კაწროს… ან პირადად უნდა იყოს ბერა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილი ამ საქმეში ჩარეული, რაც არ მჯერა, ან ეს გავლენების პირამიდა უნდა არსებობდეს. სხვანაირად, მითხარით ხალხნო ან ჟვანია ვინ არის , ან გაგნიძე, ან საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? ვინ შეიძლება აფარებდეს, მთელი საგამოძიებო სისტემა და მთელი პროკურატურა და მთელი სახელმწიფო აპარატი ხელს?
გირგვლიანის საქმეში, რომელსაც იხსენებენ ხოლმე, იქ თანამდებობის პირებზე იყო ლაპარაკი და მეტ-ნაკლებად გასაგებია, რა ხდება ხო? და აქ ვინ არიან ჟვანია და გაგნიძე? გეკითხებით, ვინ არიან? ამასთან ისვენებს გირგვლიანის საქმეც და ყველა დანარჩენი საქმეც, რაც აქამდე მომხდარა საგამოძიებო ორგანოებში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ipress.ge