"ასფალტზე მარტყმევინეს თავი"- ცენტრალურ მოედანზე მამაკაცი დააკავეს

Kutaisi Daily

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამართალდამცავებმა 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მოძრაობის წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს. თავად მამაკაცი კი ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ პოლიცია მას გაურკვეველი მიზეზით, სასტიკად გაუსწორდა. “ასფალტზე მარტყმევინეს თავი,”-უთხარა მან ჟურნალისტებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის დეტალებს იკვლევენ. kutaisidaily შსს