პანკისში კაცი მოკლეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პანკისში, სოფელ დუისში, 40 წლამდე კაცი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.
ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტის დეტალები ან მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი ხდება, რომ დამნაშავე, სავარაუდოდ, მოკლულის მეზობელია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით დაიწყო.
რადიო თავისუფლება ცდილობს პანკისში მომხდარის სხვა დეტალები გაარკვიოს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31049542.html
#ახალი_ამბები
#twitter