''დინამო'' ბათუმის ფან-კლუბის წევრებმა სტადიონზე გუნდის პირველი თამაში პერფორმანსით აღნიშნეს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე პირველი ოფიციალური თამაში ეროვნული ლიგის 14 ტურის მატჩით ''დინამო'' ბათუმსა და გორის ''დილას'' შეხვედრით დაიწყო. პანდემიის გამო თამაში გულშემატკივრების გარეშე მიმდინარეობს. ''დინამო'' ბათუმის ფან-კლუბ 'პირატების' წევრებმა ახალ არენაზე საყვარელი გუნდის პირველი თამაშის ჩატარება პერფორმანსით აღნიშნეს. ბათუმის დინამო ეროვნულ ლიგაში 26 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და პირველადგილოსან თბილისის დინამოს 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა გია გეგუჩაძის გუნდს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. ბათუმის ახალი სტადიონი უეფას მეოთხეკატეგორიისაა და 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.