რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს.იგი ერთადერთი კანდიდატი იყო. „ყველას ვულოცავ, მშვიდობით წარიმართა ეს პროცესი. გარეთ იყო გაუგებრობა. ვნებები ჩაცხრება და სწრაფად დავიწყებთ გეგმების განხორციელებას“, - ეს განცხადება სოსო ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ტყემალაძემ რაგბის კავშირის გაამგეობის 16 კაციანი ჯგუფი დაასახელა. „მათ შორის ორი ქალია და იმედი მაქვს რაგბის კავშირის საქმიანობაში სხვა სიმშვიდეს შემოიტანენ“, - განაცხადა ტყემალაძემ.