"თამუნას უთქვამს ბევრი რაღაც ვიციო"- რას მოუყვა მაგისტრ მოსამართლეს ბაჩალიაშვილის დედა

Tbilisi Daily

30 აგ­ვის­ტოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე, გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახ­მა 10 სექ­ტემ­ბრი­დან პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბი და­ა­ა­ნონ­სა, მა­ნამ­დე კი გა­მო­ძი­ე­ბას ვადა მის­ცა იმ პი­რე­ბის და­სად­გე­ნად, ვინც 18 ივ­ლისს გო­გო­ნა სახ­ლი­დან გა­ი­ტყუ­ეს. ოჯა­ხი პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას და სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბას მო­ი­თხოვს. გარ­და ამი­სა, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დის - თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, თა­მუ­ნამ შემ­თხვე­ვით გახ­სნა იმ სამი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ფა­ი­ლი, რომ­ლე­ბიც ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი. ამ სა­კითხს დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა ჩვენ­ში, რის თა­ო­ბა­ზეც გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს სტა­ტი­ი­დან: - ქალ­ბა­ტო­ნი თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი მა­გის­ტრ მო­სა­მარ­თლეს­თან გა­მო­კი­თხვა­ზე იყო. თუ და­ა­სა­ხე­ლა წყა­რო, ვინც მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია? ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ტრან­ზაქ­ცი­ას ვგუ­ლის­ხმობ... - ქალ­ბა­ტონ თე­ო­ნას სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს და ბევრ რა­ღა­ცას თან­და­თან იხ­სე­ნებს. მან მო­სა­მარ­თლეს უამ­ბო, რომ ეპი­დე­მი­ის დროს რა­ღაც გა­და­ცე­მა იყო აზერ­ბა­ი­ჯან­ზე და მდიდ­რულ სახ­ლებს უჩ­ვე­ნებ­დნენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ისი­ნი ჰე­რე­თი­დან არი­ან, იქ ბე­ბია ჰყავ­დათ. დე­დას უთ­ქვამს, რა მდიდ­რუ­ლად ცხოვ­რო­ბენ აზე­რე­ბიო და, თა­მუ­ნას უპა­სუ­ხია, დედა, შენ არ იცი, იქ რა ხდე­ბა და რა მოხ­დე­ბაო. უკი­თხავს, შენ რა იციო და, თა­მუ­ნას უთ­ქვამს, ვიცი, ბევ­რი რა­ღაც ვი­ციო. როცა გა­მო­კი­თხვა­ზე ქალ­ბა­ტონ თე­ო­ნას კი­თხვე­ბი და­უ­კონ­კრე­ტეს, თქვა, ის ფლეშ­კა რო­გორც მო­ი­პა­რეთ, ისე და­აბ­რუ­ნეთ და კარ­გად გა­შიფ­რეთ, იქაა ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხიო. ისიც გა­იხ­სე­ნეთ, რომ პო­ლი­ცი­ელ­მა უთხრა მა­მას, თქვე­ნი შვი­ლი შარ­ში­აო. კომ­პი­უ­ტე­რი ვერ გახ­სნეს, მაგ­რამ ეტყო­ბა, ფლეშ­კა ნა­ხეს და იქი­დან და­ას­კვნეს. ქალ­ბა­ტონ­მა თე­ო­ნამ ისიც თქვა, ინ­ტერ­ნეტ­ში ბევ­რი სტა­ტია ვნა­ხე და ამან გა­მახ­სე­ნა აზერ­ბა­ი­ჯან­ზე ჩვე­ნი დი­ა­ლო­გიო. - ია­რა­ღი ხომ არ უხ­სე­ნე­ბია თა­მარს? - თა­მარს ია­რაღ­ზე არა­ფე­რი უთ­ქვამს, მაგ­რამ დედა ამ­ბობს, რომ არა­ერ­თი გა­და­ცე­მა იყო, რო­მელ­შიც ნა­ნა­ხი მაქვს, რო­გორ გა­დაჰ­ქონ­დათ მარ­ნე­უ­ლი­დან აზერ­ბა­ი­ჯან­ში ია­რა­ღი და ამას და­ვუ­კავ­ში­რე. ამას­თან, სამ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ზე ვერ­სია რომ მო­ვის­მი­ნე, ისიც ია­რაღს და­ვუ­კავ­ში­რეო. იყო ასე­თი ვერ­სი­აც, ვი­ნა­ი­დან თა­მარს საფ­რან­გეთ­ში ისეთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აქვს პრაქ­ტი­კა გავ­ლი­ლი, შე­საძ­ლოა მას­ზე უშიშ­რო­ე­ბა გა­სუ­ლი­ყო. მერე ამ კი­თხვე­ბი­დან უცებ და­კი­თხვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ და ეკი­თხე­ბი­ან, რა­ტომ ხართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მან­ქა­ნა იქ არ იდ­გაო... მა­შინ მოგ­ვი­ტა­ნონ სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ე­ბი 18-დან 22 ივ­ლი­სამ­დე, რო­მელ­საც ვი­თხოვთ. - მართალია, თქვენ მიანიშნეთ, რომ ეს მხოლოდ ვერსია იყო, მაგრამ ქალბატონი თეონა ამტკიცებს, წყარომ მითხრა, რომ თამუნას იმ იარაღისთვის გადაარიცხვინეს ფული, რომელიც ყარაბაღში მიდიოდაო... - ჰოდა, თქვა წყარო. რაც ჟურნალისტმა თქვა სამ მაღალჩინოსანზე, და რაც შვილმა უთხრა, ყველაფერი ამას დაუკავშირა. ასევე დაეყრდნო სტატიებს, რომ თამარს შესაძლოა საიდუმლო ინფორმაცია ჰქონდა. მეტი რა წყარო უნდა ეთქვა? ბავშვმა უთხრა, არ იცი, რა მოხდება აზერბაიჯანში, შეიძლება დაძაბულობა იყოს და ჩვენც პრობლემები შეგვექმნას, ჰერეთში ვეღარ გადავიდეთო. ერთ სტატიაში ნათქვამი იყო, არ არის გამორიცხული, გოგონას საიდუმლო ინფორმაცია ჰქონოდა იარაღის შესახებაც, რადგან სპეცსააგენტოში ჰქონდა პრაქტიკა გავლილიო. - ანუ გამოძიების ვერსიაში ახლა მხო­ლოდ სატელიტის მასალები თუ დაგარწმუნებთ... - 7 მწყემსი ჰყავთ და ის საძოვარი ჩერნობილად აქციეს, თითქოს იქ არ შეიძლება ნახირის გაყვანა. დავდებ ჩვენებებს, მწყემსები რომ ერთსა და იმავეს გაიძახიან, საქონელს იქ არ ვაძოვებთო. გაასაჯაროონ სატელიტური ფოტოები, რომ 5 დღეს იდგა იქ მანქანა. - პროკურატურის განცხადებას წინ უძღოდა თამუნას მეგობრის, დეა კაპანაძის ტელეინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ თამუნა დეპრესიული და გულჩათხრობილი იყო და ორჯერ სცადა თავის მოკვლა. - არც ერთი კლასელი არ ამბობს, რომ თამუნას სუიციდის მცდელობა ჰქონდა. დეას ჩვენებებსაც გამოვაქვეყნებ - ერთში ამბობს, სუიციდის მცდელობა ჰქონდაო, მეორეში, კლასელმა მითხრაო. კაპანაძეს ხუთი ჩვენება აქვს, სულ სხვადასხვანაირი. - მან თამუნას ვიდეომიმართვები ახსენა, რომლებსაც თურმე დეპრესიის დროს წერდა. - არის ასეთი ჩანაწერი, სადაც გოგონა ტირის და ამბობს, აღარ მინდა სიცოცხლე, სიყვარულში იმედი გამიცრუვდაო და ა.შ. კრიმინალური პოლიციის უფროსმა პირდაპირ მითხრა, ამ ვიდეოს გავასაჯაროებდით და ამით დავამთავრებდით ყველაფერსო. რატომ, დადონ სხვა ვიდეოც, სადაც თამუნა ამბობს, ყველაფერი წინ მაქვს, დიდი მომავალი მაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებო. - მშობლებისთვის მართლა უთქვამს, ისე გავუჩინარდები, ჩემს კვალს ვეღარ მოაგნებთო? დეამ თქვა, მამას ეს თამუნას ძებნის დღეს წამოსცდაო... - რაღაც არ მახსოვს. იმაზე არ ლაპარაკობს დეა, თამუნას ფულს ვარიცხვინებდიო? - თქვა, 40 ათასის ჩარიცხვას მაბრალებენო... - 40 ათასი შეიძლება არა, მაგრამ თამარი 100 და 200 ლარს პერმანენტულად ურიცხავდა, იქნებ 40 ათასი ქეშადაც გამოუტანა? დეა მეგობარს ძროხასავით წველიდა. - ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ავტომანქანაზე ზემოქმედების კვალი არ აღინიშნება... - კვლავ მოვითხოვ, დადონ სატელიტის მასალები - ფოტოები და მერე დავიჯერებ გამოძიების ვერსიას.