სააკაშვილის წარმატება უკრაინაში, საქართველოს წარმატებას გაუხსნის გზას

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143077 სააკაშვილის წარმატება უკრაინაში, საქართველოს წარმატებას გაუხსნის გზას, დადგა დრო, რომ უკუღმა დატრიალებული ბორბალი წაღმა დავატრიალოთ - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია. მელიამ აღნიშნა, რომ გუშინდელი დღე და გადაწყვეტილება ისტორიული მნიშვნელობისაა და უკრაინის რეფორმირებას, განვითარების, წარმატებისა და სიმდიდრის გზაზე, საფუძველი სწორედ გუშინ ჩაეყარა. "გუშინ დასაბამი დაედო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და განმტკიცებას და ორივე სახელმწიფოში კიდევ უფრო დიდ პროგრესს. ეს არაა ცალკე აღებული რომელიმე ჯგუფის წარმატება, ეს ყველას წარმატებაა. სააკაშვილის წარმატება უკრაინაში, საქართველოს წარმატებას გაუხსნის გზას. დადგა დრო, რომ უკუღმა დატრიალებული ბორბალი წაღმა დავატრიალოთ და შევისისხლხორცოთ რწმენა იმისა, რომ ვიყოთ წარმატებული ქვეყანა, სადაც მომღიმარი ბავშვი და ბედნიერი, უზრუნველი ადამიანი ცხოვრობს," - ამბობს მელია.