კოვიდვითარება სამეგრელო ზემო სვანეთში
Zugdidi Daily
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1192 ადამიანს დაუდასტურდა, 233 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 8 060 ადამიანი, გარდაიცვალა 136 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5900 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1388, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი
#ახალიამბები
#სამეგრელო
#zugdididaily