დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

Tbilisi Daily

კომპანია თელასი თბილისში ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციის ავრცელებს. „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: მთაწმინდის რაიონი – 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილის, ოქროყანის, ამაღლების, შინდისის, მესხის და შხეფის ქუჩების მცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონი – 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, ემხვარის, სარაჯიშვილის და კვანტალიანის ქუჩების მცხოვრებლებს. ჩუღურეთის რაიონი – 10:00დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წინამძღვრიშვილის, ფოცხვერაშვილის, სურამის, ნინოშვილის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“. #თელასი#ელექტროენერგია# თბილისი#შეზღუდვა#Tbilisy Daily#Dailynews