მინისტრის აზრით, ოჯახმა, რომელიც თავისი პაციენტის სიცოცხლეს ექიმებს აბარებს, "ამბავი არ უნდა ატეხოს"

On.ge

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საზოგადოების მხრიდან პაციენტის რეანიმაციაში განთავსებაზე "არანაირი ამბის ატეხვა" არ არის საჭირო, რადგან ექიმი თავად მიიღებს დროულ გადაწყვეტლებას, სჭირდება თუ არა პაციენტს რეანიმაციაში განთავსება. მისი თქმით, ოჯახმა, რომელიც პაციენტს ექიმს აბარებს, ამაზე "ამბავი არ უნდა ატეხოს". https://on.ge/story/67411-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A1 "არანაირი ამბის ატეხვა არ არის საჭირო, პაციენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ გააკეთებს დასკვნას, ესაჭირეობა მას რეანიმაცია თუ არა. რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი — მას არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია ესაჭირეობა თუ არა მას რეანიმაცია. მეორე — პაციენტს, რომელსაც რეანიმაცია ესაჭირეობა, ვერანაირ ამბავს ვერ ტეხავს. ამიტომ, ოჯახმა, რომელიც თავისი პაციენტის სიცოცხლეს აბარებს ექიმებს, მითუმეტეს არ უნდა ატეხოს ამბავი, ვინაიდან მას იმის ნდობა აქვს, რომ თავისი პაციენტი ექიმს ანდოს რეანიმაციაში, ის ექიმი მიიღებს დროულ გადაწყვეტიელბას, რომელი ნაბიჯი გადადგას რომლის შემდეგ პაციენტის დასაცავად. ამ ატეხილი ამბიდან გამომდინარე ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში", — განაცხადა ტიკარაძემ. #News