გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაშია
Tbilisi Daily
ოპოზიციის წარმომადგენელი და "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური ლიდერი გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაშია. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას იგი ფეისბუქ გვერდის საშუალებით ავრცელებს.
მისი თქმით, გამომდინარე იქედან, რომ მის თანაგუნდელ თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავადაც ჩაიტარა PCR ტესტი, რის შემდგომაც, იგი, ამჟამად, თვითიზოლაციაში იმყოფება.
ასევე, იგი აცხადებს, რომ ამ დროისათვის, ჯანმრთელადაა და არ აღენიშნება არანაირი სიმპტომი. მიმდინარეობს თაკო ჩარკვიანთან კონტაქტში მყოფი ყოველი პირის გამოკვლევა. სია კი, ვაშაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცემა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
წყარო: mtavari.tv
##გიორგივაშაძე
##კორონავირუსი
##თვითიზოლაცია
##თაკოჩარკვიანი
##tbilisidaily