ახალგაზრდების "გამოღვიძება"

Pirveliradio Ge

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც ულტრა-ნაციონალისტურ იდეებს იზიარებს, თვლის, რომ "ეროვნულობის წართმევა" რეალური საფრთხეა, "იჩაგრება" ქრისტიანული აღმსარებლობის გამო, გასაუბრების შემდეგ შეუძლია, ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში მოწყობილ ფიტნეს-დარბაზში უფასოდ ივარჯიშოს. ინიციატივა არაფორმალურ გაერთიანება ქართული მარშს ეკუთვნის, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. მათ პირველი მასშტაბური აქცია ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მოთხოვნით ამავე წლის ივლისში გამართეს. საქართველოში ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი ახალგაზრდული ფრთაც ქართულ მარშს ჰყავს. ბექა რევაზიშვილი, ერმილე ნემსაძე, ანზორ ფორჩხიძე "იდეურ და ღირებულებათა ერთობის" გამო ქართულ მარშს დაფუძნებისთანავე შეუერთდნენ. ინიციატივის ავტორები ფიქრობენ, რომ უფასოდ ვარჯიშის იდეა "ქვეყანაში გაბატონებული ნარკოტიკების პროპაგანდის, დასავლური ცხოვრების წესისა და ფასრეულობების, ანტიეროვნულობის" წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. მათი მოსაზრებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, ახალგაზრდა თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და "აღვირახსნილი ლიბერალიზმისგან" დაცვაა. On.ge http://pirveliradio.ge/?newsid=145140