აჭარაში გარდაიცვალა სამი და გამოჯანმრთელდა 181 კოვიდ პაციენტი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი მამაკაცი, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში კი ერთი კოვიდ პაციენტი ქალი. სამივე გარდაცვლილს თანხლები დაავადებები ჰქონდა, აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში: 68 წლის კაცს, COVID -19, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, წინაგულთა ფიბრილაცია. 51 წლის კაცს კი, COVID -19, თანმხმლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია, მიტრალური სარქვლის კრიტიკული და აორტის სარქვლის პირველი ხარისხის ნაკლაოვანება, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება. 67 წლის ქალს შაქრიანი დიაბეტი,ინსულინდამოკიდებული, გულის ქრონიკული უკმარისობა. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 181 კოვიდ დადებითი პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 172 ახალი შემთხვევა. ჩატარა 1000 ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა PCR-ტესტირება. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ თქვა, აჭარაში ახალი შემთხვევების კლებაა და ვითარება ნელ-ნელა სტაბილურდება იმის პარალელურად, რომ იმატებს ახალი შემთხვევები თბილისში.  აჭარში Covid კლინიკებში მკურნალობს 533 პაციენტი. რეანიმაციაში მოთავსებულია - 48 პაციენტი. Covid სასტუმროებში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 911 კოვიდ დადებითი. საცხოვრებელ სახლებში კი 1000-მდე კოვიდ დადებითი. აჭარსი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობითვე, რეგიონში კლინიკებში 51 საწოლია თავისუფალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტისთვის. 10 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 523 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გარდაიცვალა 7 პაციენტი.    https://www.radiotavisupleba.ge/a/30887085.html #ახალი_ამბები #twitter