Იაგო ხვიჩია: მე არ ვექვემდებარები შანტაჟს
Tbilisi Daily
„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას არ აქვს ჩამოყალიბებული აზრი, რას იზამს 1 წელში თვითმმართველობის არჩევნებზე, რას ეტყვის ამომრჩეველს.
„რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ოპოზიციის ბოიკოტი შემდგარი ფაქტია, 1 წლის განმავლობაში პარლამენტში მარტო „ქართული ოცნებაა“, მოდის თვითმმართველობის არჩევნები - მე ბოიკოტის მომხრე ვარ, ფული არ აგვიღია ალეკო ელისაშვილის პარტიის მსგავსად, ირიბადაც კი არ გვიღიარებია არჩევნების შედეგები.
ასეთ გადაწყვეტილებას რომ იღებთ ოჯახში, მეორე ნაბიჯი ხომ უნდა გქონდეს გათვლილი, მერე რა ხდება? შემდეგ არჩევნებზე რატომ მონაწილეობ? თუ მონაწილეობას მიიღებ, საკრებულოში გაიყვან წევრებს, მე ჩემს ამომრჩეველს რა ვუთხრა, პარლამენტის არჩევნებზე მომეცი ხმა, არ შევდივარ, ჩხოროწყუში, ან თბილისის საკრებულოში მხარი დამიჭირეთ? ეს ხომ არასერიოზულია? ამაზე ოპოზიციაში პასუხი ჯერ არ არსებობს? როგორც კი განსხვავებულ აზრს იტყვი ცენტრალური ხაზისგან არის უაზრო თავდასხმა, უბრალოდ ლანძღვა“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
კითხვაზე, მოდის თუ არა შანტაჟი „ევროპული საქართველოსგან“, იაგო ხვიჩია პასუხობს: „მე არ ვექვემდებარები შანტაჟს, ზოგადად ბულერად იქით მიცნობენ. საქმე სხვა რამეშია, ასეთი დამოკიდებულებით ავკრძალეთ მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვან რამეზე“.