5 დღის განმავლობაში მანქანის იმ ადგილზე ვერ იპოვეს, ეს ნიშნავს, რომ იქ არ იყო
Tbilisi Daily
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ თუ 5 დღის განმავლობაში სამართალდამცველებმა ვერ მოახერხეს მანქანის პოვნა იმ ადგილზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მანქანა მერე არის მიყვანილი
.
ადვოკატის განცხადებით, ბაჩალიაშვილისგარდაცვალებასთან დაკავშირებით სიმართლე დადგინდება.
„ძებნა მიმდინარეობდა თურმე, დათვალიერებული იყო ის ადგილი მაგრამ 5 დღის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს, რადგან თურმე მდგარა.
თუ ეძებდნენ და იდგა ესე იგი არ ეძებდნენ და თუ ეძებდნენ და ვერ აღმოაჩინეს, ესე იგი არ იდგა მანქანა და მერე არის მიყვანილი. ამას დავადგენთ, სად, როგორ და რანაირად მოხდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
#ახალიამბები