კორონავირუსის 13 604 ახალი შემთხვევა გერმანიაში
Tbilisi Daily
რობერტ კოხის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 604 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 388 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1 067 473 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 16 636 ადამიანი გარდაიცვალა.