კოვიდინფიცირების 2 შემთხვევა ოკუპირებულ ცხინვალში

Tbilisi Daily

ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კორონავისზე 36 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ორი დადებითი პასუხი დაფიქსირდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმზე მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, ამ დროისთვის საავადმყოფოში სულ ექვსი ადამიანი მკურნალობს. თავად მარინა კოჩიევა კორონავირუსით დაინფიცირდა და მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა. მისი ინფორმაციით, 1 ოქტომბრის მონაცემებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის სულ 102 შემთხვევაა გამოვლენილი, რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ - 12. ოკუპირებულ რეგიონში, აპრილიდან დღემდე 5.5 ათასი ტესტი ჩატარდა.