ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, 59% არ იცის ვის მისცეს ხმა - NDI-ის კვლევა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 59-მა პროცენტმა არ იცის, ვის მისცემს ხმას. ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგები, რომელიც სატელეფონო გამოკითხვით ჩატარდა.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 36 პროცენტს აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას. აქვე აღნიშნულია, გამოკითხულთა 88 პროცენტი არჩევნებზე წასვლას აპირებს.
არჩევნებსა და მოქალაქეთა პრიორიტეტებს შესახებ კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-იმ ჩაატარა. სატელეფონო კვლევა 6 - 11 აგვისტოს შუალედში ჩატარდა და 2 045 ადამიანი წარმომადგენლობითი შერჩევით შეირჩა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30837335.html
#ახალი_ამბები
#twitter
#არჩევნები_2020