ნისლის, მისტიკისა და ყველის მოყვარულთა სამოთხე – ბლოგერების მოგზაურობა აჭარის მთებში

Batumi Daily

როგორც ვიცით, აჭარის ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ქართველი ბლოგერები უკვე რამდენიმე კვირაა აჭარაში მოგზაურობენ და საზოგადოებას ამ კუთხის კარგად ნაცნობ თუ მივიწყებულ ადგილებს სხვა თვალით ანახებენ. რას წერენ ბლოგერები აჭარაზე ? გთავაზობთ ამონარიდებს რამდენიმე ბლოგერის პოსტებიდან. გურამ შეროზია მისტიური ბუნებით, ტრადიციებით, ტყეებში მიმოფანტული ხის სახლებითა და ჩანჩქერებით აჭარის მთიანეთი წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველად ესტუმრეთ აქაურობას. წელს აჭარის მთიანეთში შვიდმა ბლოგერმა იმოგზაურა, მათგან ზოგი პირველად იყო ამ კუთხეში. ბლოგერები საკუთარ შთაბეჭდილებებსა და დაკვირვებებზე საუბრობენ. ძალიან იაფია საოჯახო სასტუმროებში დასვენება მთიან აჭარაში. გასაოცარია აქაური სტუმარმასპინძლობის წესები, მთიანეთში დააგემოვნებთ უგემრიელეს კერძებს, გაცვლით უამრავ ისტორიას ადამიანებთან. მთის კლიმატი, დღისით მცხუნვარე მზე, ღამით კი სიცივე და შეშის ღუმელი. ძალიან ბევრის თქმა შემიძლია აჭარულ კერძებზე: სინორი, ბორანო, ნაღბიბორა, აჭარული ხაჭაპური – ეს სამზარეულო ყველის მოყვარულთა სამოთხეა. სოსო ნებიერიძე ყველაზე შთამბეჭდავი აჭარაში საძოვრები, იალაღები იყო. აქ ხალხი ზაფხულობით ამოდის, ყველა შინ გეპატიჟება, უცებ შემოდიან კონტაქტში, ახლობლებივით. სიცოცხლე ჩქეფს აჭარის მთებში აღმოსავლეთის მთიანეთისგან განსხვავებით. ზაფხულობით აქ ბევრი ბავშვია. ერთობიან, ჟრიამულია. შეიძლება ისეთი ადგილები აღმოაჩინო, მხოლოდ ადგილობრივებმა რომ იციან და ფოტოებზეც არსად გინახავს.შარშან ვნახეთ, მაგალითად, შუამთის ტბები. ხიხანის ციხესა და ბეშუმს შორისაა, ისე მაღალზეა ეს სამი ტბა, რომ ხიხანიც კი ჩანს იქიდან, ანუ ხიხანზე მაღლაა. იქვეა საძოვრებიც. აქამდე არაფერი ვიცოდი ამ ტბებზე, ფოტოც არ მქონდა ნანახი. სალი წვერავა აქ ყველაფერი ავთენტურია. არ მიყვარს მთაში ჩადგმული გათანამედროვებული შენობები. მთა ჩირუხიც ასეთი ადგილია, რომელსაც რუკაზეც კი ვერ პოულობდნენ ჩვენი ბლოგერები. რაც მთავარია, საშუალო შემოსავლის ადამიანსაც შეუძლია მოგზაურობა აქ ტუროპერატორების გარეშე, ერთი ზურგჩანთით, საოჯახო სასტუმროები ძვირი არ არის, უგემრიელეს კერძებსაც გთავაზობენ და დანიშნულების ადგილებსაც მიგასწავლიან. #ახალიამბები #ტურიზმი #აჭარა #batumidaily წყარო - batumelebi.ge #ახალიამბები #ბიზნესი #სპორტი #ჯანსაღიცხოვრება #მოგზაურობა