მარნეულის ამბავმა ნებისმიერი საავადმყოფოს მიერ პოტენციური ინფიცირებულის მართვის პრობლემა დაგვანახა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139720 მარნეულის ამბავმა ნებისმიერი საავადმყოფოს მიერ პოტენციური ინფიცირებულის მართვის პრობლემა დაგვანახა და ეს არაა მხოლოდ ამ პაციენტის ჯანმრთელობის/სიცოცხლის პრობლემა! - წერს სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. "მარნეულის ამბავმა ნებისმიერი საავადმყოფოს მიერ პოტენციური ინფიცირებულის მართვის პრობლემა დაგვანახა და ეს არაა მხოლოდ ამ პაციენტის ჯანმრთელობის/სიცოცხლის პრობლემა! 18 მარტს საავადმყოფოში შევიდა პაციენტი პნევმონიით და იქ 4 დღე იწვა ვირუსზე ტესტის ჩატარების გარეშე. შედეგი: მთელი მედპერსონალი კარანტინშია. ხვალ რომ იგივე სხვა საავადმყოფოში განმეორდეს? პრობლემის სერიოზულობა რომ წარმოიდგინოთ, აგიღწერთ, როგორი უნდა იყოს მართვა: 1. ნებისმიერი სერიოზული სიმპტომების მქონე პაციენტი საავადმყოფოს კარებში შესვლის მომენტიდან განხილული უნდა იყოს, როგორც კორონავირუსით ინფიცირებული იმის მიუხედავად, საბოლოოდ მას ვირუსი დაუდგინდება თუ არა. შემდგომი ნაბიჯები უნდა ემყარებოდეს ამ დაშვებას. აქ ისმის კითხვა: მისცა თუ არა ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოებს შესაბამისი პროტოკოლი? თუ კი, მაგრამ არ შესრულდა, პრობლემაა. თუ არ მიუცია, მაშინ უფრო დიდი პრობლემაა. 2. სერიოზული სიმპტომების მქონე პაციენტს იმ დღესვე უნდა უტარდებოდეს PCR-ტესტი და თუ ვირუსი დგინდება, უნდა გადაყავდეთ სპეციალური მანქანით და ეკიპირებით შესაბამის საავადმყოფოში. რამდენიმე დღეა აქტიურად ვმსჯელობთ სწარფ ტესტებზე (რომელიც საჭიროა ეპიდსურათის დასანახად და ვირუსის გავრცელების შესანელებლად), მაგრამ ახლა PCR-ტესტების ასეთი კონსერვატული გამოყენება უფრო მაფიქრებს. მესმის, რომ მსუბუქი სიმპტომების პაციენტებზე ეს რესურსი არ უნდა ვხარჯოთ, არც ინფიცირებულის კონტაქტებზე ეგრევე (სიმპტომების გამოვლენამდე), მაგრამ მძიმე პაციენტებზეც? მარნეულის ამბავი ამ მხრივაც დასაფიქრებელია. და ესეც ზემოთნახსენები პროტოკოლის ნაწილი უნდა იყოს. ჯანდაცვის სამინისტრო ზეპირად კი ამბობს, რომ პროტოკოლები არსებობს, მაგრამ სადაა? თუ ბმულებს მომცემთ, მადლობელი დაგრჩებით. ამიტომ ვამბობ: დავიცვათ მედპერსონალი სათანადო ეკიპირებით და რაც მთავარია, შემთხვევების მართვის მკაფიო პროტოკლით! ყველაზე ცუდია, თუ ბრძოლის სტრატეგია მხოლოდ ჯარისკაცების (ამ შემთხვევაში, მედპერსონალის) პირადი თავგანწირვის დონეზე დავა. P.S. როცა შემთხვევები ჯერ კიდევ ცოტაა საბედნიეროდ, ტელეფონით მართვა ჯერ კიდევ გამოდის. თუ შემთხვევები იმატებს, მკაფიო პროტოკოლის გარეშე რა უნდა ვქნათ?" - წერს ჭიაბერაშვილი.