თურქეთმა აზერბაიჯანს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

Interworld

მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე შეტაკებების პარალელურად, თურქეთის რესპუბლიკამ, შაბათს, 31 ოქტომბერს, აზერბაიჯანის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 11 ავტომობილი გაგზავნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს. თურქული „წითელი ნახევარმთვარის“ (იგივე „წითელი ჯვარი“) მიერ გაგზავნილი დახმარება მოიცავს საკვებს, ზამთრის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სამედიცინო ნიღბებს, სანიტარულ მასალებს და ა.შ. ამავდროულად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ კვირას, 1 ნოემბერს აზერბაიჯანს ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და ადგილობრივი საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან. მთიანი ყარაბაღის რეგიონში ა.წ. 27 სექტემბრიდან განახლებული შეტაკებების შემდეგ ასობით ადამიანი დაიღუპა და მიმდინარე მოქმედებები უკვე ითვლება 1994 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ მომხდარ ყველაზე მწვავე დაპირისპირებად. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Turkey #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #humanitarian #aid #interworld