გურჯაანში სეს-ის შენობის ნაწილი დაიწვა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გურჯაანში, სურსათის ეროვნული სააგენტოს 2-სართულიანი შენობის ნაწილი დაიწვა. შენობაში ასევე განთავსებული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლობა. ცეცხლი შენობის მეორე სართულზე დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო- სამაშველო ჯგუფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე დაიწყო გამოძიება. https://www.radiotavisupleba.ge/a/32256290.html

Source: radiotavisupleba.ge