საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისევ არჩილ თალაკვაძე გახდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. მას პარლამენტმა მხარი 86 ხმით დაუჭირა.
სხდომაზე კენჭი უყარეს ასევე თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურებსაც. პარლამენტის თავმჯდომარეს 3 მოადგილე ეყოლებმა. დეპუტატებმა ამ თანამდებობაზე მხარდაჭერა გია ვოლსკის, კახა კუჭავასა და დავით სერგეენკოს გამოუცხადეს.
ამ დროისათვის ვაკანტურად რჩება პარლამენტის თავმჯდომარის მეოთხე მოადგილის თანამდებობა, რომელსაც კანონის თანახმად ოპოზიცია იკავებს.
არჩილ თალაკვაძე მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეც იყო. ამ თანამდებობაზე იგი მას შემდეგ აირჩიეს, რაც ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ თანამდებობა დატოვა პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას მართავს. სხდომას არ ესწრება ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი. მათი დიდი ნაწილი უარს ამბობს მანდატებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30995773.html
#ახალი_ამბები
#twitter