„არსებობს სპიკერების ორი ტიპი - ვინც ნერვიულობს და ვინც მატყუარაა“

Tbilisi Daily

შიში ემოციის სახეა, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც ორგანიზმის, მისი იდეალების, შეხედულებების და ემოციური მდგომარეობის მიმართ რეალური ან წარმოსახვითი მუქარა ხორციელდება. დამეთანხმებით, შიშს სხვაგვარი წარდგენა არ სჭირდება – თითოეული ჩვენგანი პირადად იცნობს ამ განცდას. პირველი შიშის გრძნობა ადამიანს ეუფლება დაბადებისას, როცა ჩვილი დედის ორგანიზმს სცილდება. ხოლო ნერვოზულ შიშებს რაც შეეხება, იგი განსხვავებულია და რამდენიმე ფორმისაგან შედგება. შიშის გამომხატველი ფიზიკური გამოვლინებებია: გულისცემის გახშირება ოფლიანობა სიწითლე კანკალი პირის სიმშრალე სუნთქვის გაძნელება და ქოშინი გულმკერდის არეში ტკივილი ღებინება ან მუცლის არეში უსიამოვნო შეგრძნება 2016 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად სიმაღლის, გველებისა და საჯაროდ ლაპარაკის ეშინიათ. სიმაღლის შიში IFL Science-ს კვლევის მიხედვით ადამიანებში სიმაღლის შიშს ვერტიკალური დისტანციებისთვის გადამეტებული და მეტისმეტი ყურადღების მიქცევა იწვევს. გველების შიში ერთ-ერთი თეორიის მიხედვით გველების შიში თანდაყოლილია, ის დაბადებიდან მოგვყვება - ეს რეაქცია ჩვენ ევოლუციურად ჩამოგვიყალიბდა, როგორც მომწამვლელი ნივთიერებების მიმართ შიში. რა სახეობების გველები გვხვდება თბილისსა და მის შემოგარენში? თბილისსა და მის შემოგარენში გველის შემდეგი სახეობები გვხვდება: დასავლეთის მახრჩობელა (Eryx jaculus), გველბრუცა (Xerotyphlops vermicularis), წყნარი ეირენისი (Eirenis modestus), საყელოიანი ეირენისი (Eirenis collaris), ჩვეულებრივი ანკარა (Natrix natrix), წყლის ანკარა (Natrix tessellata), წითელმუცელა მცურავი (Dolichophis schmidti), წენგოსფერი მცურავი (Platyceps najadum), ოთხზოლიანი მცურავი (Elaphe sauromates), ნაირფერი მცურავი (Hemorrhois ravergieri), ამიერკავკასიური მცურავი (Zamenis hohenackeri), სპილენძა (Coronella austriaca), კატისთვალა გველი (Telescopus fallax), ამიერკავკასიური ცხვირრქოსანა გველგესლა (Vipera ammodytes), გიურზა (Macrovipera lebetina). ჩამოთვლილი სახეობებიდან პირველ ოთხეულს რიგითი მოქალაქე დიდი ალბათობით არასოდეს შეხვდება და ამის მიზეზი მათი მიწისქვეშა ცხოვრების წესი გახლავთ. მსგავსი მოსაზრება ერგება ობობების შიშსაც. საჯაროდ ლაპარაკის შიში პირველ რიგში რისი ცოდნაც გჭირდება ისაა, რომ გლოსოფობია სახიფათო დაავადება ან ქრონიკული მდგომარეობა არაა. ეს უბრალოდ სამედიცინო ტერმინია, რომელიც საჯაროდ სიტყვით გამოსვლის შიშს აღნიშნავს. გლოსოფობიის მქონე ადამიანები სხვადასხვა ჯგუფის წინ საუბრისას დისკომფორტს და შფოთვას განიცდიან. ეს გამოიხატება უკონტროლო კანკალში, ოფლიანობაში და გულის აჩქარებაში. შესაძლოა, ამ დროს მოსაუბრეს ოთახიდან გაქცევის მოთხოვნილება გააჩნდეს, რათა სტრესულ სიტუაციას თავი დააღწიოს. გლოსოფობია სოციალური ფობიაა, ან სოციალური შფოთვითი აშლილობა. ის წარმოქმნის შიშებს, რომლებიც ხშირად არალოგიკურია და უარესდება, თუ ხელს არ შევუშლით. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გლოსოფობია მოსახლეობის 20%-ს აქვს. IFL science-ს მიხედვით, ეს შიში მომდინარეობს იქიდან, რომ ამ დროს უფრო მეტი ადამიანი ხედავს შენს ქცევებს, ნერვიულობას. აღარ ხარ "გამჭირვალე" ადამიანი, რომელიც მხოლოდ თავისთვის არის. როგორ აღწერენ ადამიანები გლოსოფობიას? პრეზენტაციის დროს არც ისე ცოტა ადამიანი განიცდის მდგომარეობას, როცა არჩევანის გაკეთება უწევს გაქცევასა და ბრძოლას შორის. ამ დროს სხეული საფრთხეს აღიქვამს და მოსალოდნელ, ხშირად უსაფუძვლო სიტუაციასთან თავდაცვის რეჟიმს რთავს და შესაბამისადაც რეაგირებს. გონება გამოყოფს ადრენალინსა და სტეროიდებს. ეს ზრდის ენერგიისა და სისხლში შაქრის მოცულობას, იმატებს გულისცემა და კუნთებში სისხლის გაზრდილი ოდენობა იწყებს რბოლას. რა იწვევს გლოსოფობიას? ადამიანებს გლოსოფობიის დროს ეშინიათ გაკიცხვის, გაკრიტიკების, შერცხვენისა და უარყოფის. მათი შიშების საფუძველი შესაძლოა წარსულში იმალებოდეს — არც ისე კარგად ჩაბარებული გაკვეთილი კლასის წინაშე ან პრეზენტაციის მოუმზადებლად გაკეთება. ზოგჯერ სოციალური ფობიები გენეტიკურიცაა, თუმცა ამ მოსაზრების განმტკიცებას დამატებითი კვლევები სჭირდება. აშშ-ს მენტალური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მერ ტვინზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანები უარყოფით შეფასებაზე განსხვავებულად მოქმედებენ. მათ ინფორმაციის ემოციური გადამუშავება უჭირთ. შემოწმებამ აჩვენა, რომ გამღიზიანებელს ტვინის ის უბანი პასუხობს, რომელიც თვითშეფასებაზეა პასუხისმგებელი. ეს რეაქცია არ აღენიშნებოდათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს აშლილობა არ ახასიათებთ. გლოსოფობიის დაძლევის სხვა სტრატეგიები საჯაროდ სიტყვით გამოსვლის შიშების დაძლევაში ადამიანებს ნევროლოგები, ფსიქოკონსულტანტები და ფსიქოთერაპევტები ეხმარებიან. ისინი ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას ადგენენ. არსებობს რამდენიმე სტრატეგია, რომელთა გამოყენება შეგიძლიათ ტრადიციულ მკურნალობასთან ერთად ან საკუთარ თავზე. მეტყველების გაკვეთილები ან ვორქშოპები საჯარო გამოსვლებზე; პრეზენტაციის კარგად მომზადება — ეს ის შემთხვევაა, როცა მხოლოდ შინაარსის დამახსოვრება საკმარისი არაა; შესავლისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობა — ამის შემდეგ კი მნიშვნელოვანი დეტალების გამოყოფა, ჩამოწერა და თანმიმდევრობის დამახსოვრება; ვარჯიში საკუთარ თავთან — როცა იცი, რომ კარგად გამოგდის იმაზე ლაპარაკი, რითიც აუდიტორიის წინაშე უნდა წარდგე, თავდაჯერებულობა გემატება; გადაიღე შენი პრეზენტაცია — შესაძლოა შენიშნო დეტალები, რასაც სამომავლოდ შეცვლი, ან აღმოაჩინო, რომ ძალიან კარგი წარმდგენი ხარ; წინასწარ გათვალე სიტუაციები — მაგალითად, მოამზადე პასუხები კითხვებზე, რომლებიც შეიძლება პრეზენტაციის გარშემო დაგისვან; პრეზენტაციის წინ კოფეინი და საჭმელი არ მიიღო; საკუთარ თავს დრო მიეცი — ადგილზე მისვლისას, შეამოწმე როგრ მუშაობს ინტერნეტი, ლეპტოპი, პროექტორი, მიკროფონი და სივრცე შენთვის ახლობელი გახადე. აქვე შეგახსენებთ ცნობილი ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის სიტყვებს - ”არსებობს სპიკერების ორი ტიპი - ვინც ნერვიულობს და ვინც მატყუარაა”, ამიტომ გახსოვდეთ, რომ ცოტა ნერვიულობა ნორმალურია, გლოსოფობიის გადალახვა კი სრულებით შესაძლებელი! გისურვებთ ჯანმრთელობას! ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები #ფობის #გლოსოფობის