სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ალექსანდრე ლუკაშენკოს სახალხო ულტიმატუმი წაუყენა
Pirveliradio Ge
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ალექსანდრე ლუკაშენკოს სახალხო ულტიმატუმი წაუყენა, რომლის ვადა 25 ოქტომბერს იწურება.
„რეჟიმს 13 დღე აქვს, რათა სამი სავალდებულო მოთხოვნა შეასრულოს: 1. ლუკაშენკომ ხელისუფლებიდან წასვლა უნდა გამოაცხადოს. 2. ქუჩებში ძალადობა სრულად უნდა შეჩერდეს. 3. ყველა პოლიტპატიმარი უნდა გაათავისუფლონ“, - ნათქვამია სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებაში.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის თქმით, თუ აღნიშნული მოთხოვნები არ შესრულდება, მოსახლეობა ქუჩებში გამოვა და 26 ოქტომბერს ყველა საწარმოს ეროვნული გაფიცვა და გზების ბლოკირება დაიწყება.