აშშ-ის დამოუკიდებლობის აღსანიშნავად მთაწმინდის პარკიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ

Tbilisi Daily

აშშ-ის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად მთაწმინდის პარკიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფოიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ, 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად, 22:00 საათზე, მთაწმინდის პარკიდან ფოიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.