დღეს ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კოვიდინფიცირებულების დიდი რაოდენობა გამოჯანმრთელდა
Kutaisi Daily
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, გამოჯანმრთელებულებს შორის 4 მცირეწლოვანია. პაციენტები აჭარიდან და ქუთაისიდან არიან.
კლინიკაში დღეს ორი პაციენტი შეიყვანეს. ორივე ქუთაისის მკვიდრია.
კლინიკაში მკურნალობას 54 პაციენტი აგრძელებს. მათგან 4 ბავშვი და 32 ზრდასრულია.
"სამი პაციენტი არის მძიმედ. ორი მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უტარდებათ სიმპტომური მკურნალობა,"-განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #კორონავირუსი #kutaisidaily
წყარო-radiodk.ge