აჭარაში სასტუმროების შემოწმება გრძელდება
Batumi Daily
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე, უსაფრთხოების რეგულაციების მონიტორინგი რეგიონში არსებულმა 180-მდე სასტუმრომ გაიარა. მათ შორისაა, როგორც ბრენდული და მაღალი კლასის, ასევე დაბალბიუჯეტიანი და მცირე ზომის საოჯახო სასტუმროები.
განთავსების ობიექტების ჩამონათვალი Gobatumi.com-ზეა განთავსებული. სია ყოველდღიურად ახლდება და ეტაპობრივად ახლად შემოწმებული სასტუმროები ემატება.
„რეგიონში ამოქმედებულია ძირითადი ტურისტული ატრაქციებიც. 3 თვიანი პაუზის შემდეგ ბათუმის საბაგიროს მუშაობა განახლდა. ობიექტი, შიდა ტურისტებს სპეციალური აქციის ფარგლებში ფასდაკლებებს სთავაზობს. მუშაობას აგრძელებს ბათუმის დელფინარიუმიც, სადაც დელფინების შოუები ყოველ სამშაბათს, შაბათსა და კვირას 16:00 საათზე იმართება.
რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ აჭარაში ეროვნულ პარკებში, ბოტანიკურ ბაღსა და სხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში იმოგზაურონ. ზღვაზე დასვენებისა და ადრენალინის მოყვარულებისთვის ნებადართულია წყლის აქტივობებიც“, - აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.
#აჭარა
#ტურიზმი
#სასტუმრო
#ზაფხული
#batumidaily
_____________________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:
download.feedc.com