სარეიტინგო კომპანია S&P-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა უცვლელი დატოვ
Tbilisi Daily
სარეიტინგო კომპანია „S&P“-ის ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის მიერ საქართველოს ეკონომიკისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა უცვლელი დატოვა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სარეიტინგო კომპანიამ გააუარესა რამდენიმე ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა, რომელთა შორისაა: ესტონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, უზბეკეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და პორტუგალია. ამ ფონზე, საქართველოს რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელი დატოვება ნათლად მიანიშნებს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ სარეიტინგო კომპანიის ნდობაზე.
სარეიტინგო კომპანია ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ძლიერ მხარედ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას ასახელებს. „S&P“ საქართველოს ინსტიტუციურ სიძლიერეს მიიჩნევს ეკონომიკის მნიშვნელოვან უპირატესობად.
„S&P“ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული, მოიცავს: ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ბიზნეს გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას, განათლებისა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმას. ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი და სიძლიერე მიანიშნებს მთავრობის შესაძლებლობაზე, უზრუნველყოს ვალის მშპ-თან ფარდობის შემცირება. სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას: დოლარიზაციის შემცირებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, საპენსიო რეფორმას, დეპოზიტების დაზღვევას, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ხელისუფლების სხვა რეფორმებს.