დღეიდან პენსიის გაცემის წესი იცვლება
Tbilisi Daily
მთავრობისა და „ლიბერთი ბანკის“ ერთობლივი ინიციატივით, დღეიდან პენსიის გაცემის წესი იცვლება. ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად, პენსიის მიმღებთა ანგარიშებზე თანხა ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, ერთ კონკრეტულ დღეს და მომავალშიც ამ რიცხვში მიიღებენ პენსიას.
ინიციატივის მთავარი მიზანია ის, რომ გადანაწილდეს ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადი, რათა მათ საბანკო მომსახურება კიდევ უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღონ.
როგორც ბანკში განმარტავენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების დაცვა პანდემიის პერიოდში ვირუსით ინფიცირების მომატებული საფრთხისგან. შესაბამისად, 1-ლი სექტემბრიდან პენსიის მიმღებ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს პენსია ჩაერიცხება საკუთარ ანგარიშზე ყოველ თვეს ერთსა და იმავე რიცხვში. რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის ლიბერთის სერვის ცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან მოქალაქეებს მოემსახურება ლიბერთი ექსპრესის მობილური ბანკი და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში