საქართველოში კორონავირუსის 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოშიკორონავირუსით ინფიცირების 1 578ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 909პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 17. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 373 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 127, „პისიარ“ ტესტით - 14 156. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 5,76% ბოლო 14 დღის - 4,19%, ბოლო შვიდი დღის - 4,48%. საქართველოშიკორონავირუსითინფიცირების სულ 305 850 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 287 938 გამოჯანმრთელდა, 4 043 კი, გარდაიცვალა. ამ ეტაპზე სულ აცრილია - 40 095 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 552.