ხმაური ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე

Tbilisi Daily

ხმაური იყო ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ინიციატივას მოყვა. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლებას და თანხის პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაცემას მოითხოვდა. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად, საარჩევნო სამზადისით არის დაკავებული და ცდილობენ, თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას. საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის ბრალდებას ტყუილი უწოდა და განმარტეს, რომ ქართული ოცნება პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება, თუმცა აცხადებენ, რომ ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლება არ იგეგმება, ამასთან არც თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა მოხდება. რიგგარეშე სხდომაზე ოპოზოციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. #news#ქუთაისი#საკრებულოს სხდომა#ხმაური3სიტყვიერი დაპირისპირება#Tbilisi Daily #newsDaily