ავტომობილები ჯერ ერთმანეთს დაეჯახნენ, შემდეგ ქვეითს
Kutaisi Daily
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ორი ავტომობილი ჯერ ერთმანეთს დაეჯახა, შემდეგ ერთ-ერთი ქვეითად მოსიარულე პირს.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
ქუთაისში ამავე უბანში ბოლო პერიოდში ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა არაა. რამდენიმე კვირის წინ, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა 11 წლის გოგო იმსხვერპლა.
უბედურიშემთხვევა ავარია
kutaisidaily