COVID 19 -ის მსოფლიო სტატისტიკა - 14,646,561დაინფიცირებული - 608,976 გარდაცვლილი
Tbilisi Daily
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 14,646,561-ს შეადგენს. COVID-19-ს 608,976 ადამიანი ემსხვერპლა.
ჩინეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 13 ასიმპტომური მატარებელია. ჯამში COVID-19-ის 83 682 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4 634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 78 799 პაციენტი.
ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 2 098 389 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 79 488 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 23 529 შემთხვევა დადასტურდა, 716 ადამიანი გასულ დღეს გარდაიცვალა. 1 371 229 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ბოლო დღე-ღამეში 579-ით გაიზარდა და ჯამში რიცხვმა 39 ათასს მიაღწია. კორონავირუსი ბოლო 24 საათში 5311-სა და ჯამში უკვე 344 224 ადამიანს დაუდასტურდა. 217 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ინდოეთში ახალი კორონავირუსის 40,4 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 1 118 043 ადამიანს დაუდასტურდა. 27 497 პაციენტი გარდაიცვალა, 681 გასულ 24 საათში. 00 086 გამოჯანმრთელდა.
გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 201 823-მდე გაიზარდა, 9 086 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 249 შემთხვევა გამოვლინდა. 187,8 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა.