მეუფე გერასიმე- აცრები და ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი
Tbilisi Daily
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს განცხადებით, აცრები და ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი უნდა იყოს.
„მოვისმენთ და გავითვალისწინებთ ექიმების რეკომენდაციებს. შედგება კომისია, რომელიც განიხილავს, არის თუ არა მისაღები აცრები და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე ვერ შევაფასებ კონკრეტული მღვდელმთავრების ქადაგებებს, ვინაიდან ამის არანაირი უფლება არ მაქვს“, - აცხადებს მეუფე გერასიმე.
მისივე თქმით, კონკრეტული მღვდელმთავრების ქადაგება აცრების წინააღმდეგ მხოლოდ მრევლის გაფრთხილებას ემსახურება.
„რასაც მღვდელმთავრები ამის შესახებ იმიტომ ქადაგებენ, რომ ჩვენი მრევლი გააფრთხილონ და ტაძარში სიარულისა და სიფრთხილისკენ მოუწოდონ“, განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.